ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი მოკლეს

ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი მოკლეს.

ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო ტალღას სტუდენტები და სკოლის მოსწავლეების უერთდებიან.

ირანში საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მეჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები