ზელენსკი – ზაპოროჟიეში მომხდარ ტერაქტზე: სრული ბოროტება – არაადამიანები და ტერორისტები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსები დამნაშავეები არიან ზაპოროჟიეში 9 ოქტომბრის ღამეს მომხდარ ტერაქტში, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც მათ სასჯელი ელოდებათ. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი Telegram გვერდზე წერს.
„ისევ ზაპოროჟიე. ისევ დაუნდობელი დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. საცხოვრებელ სახლებზე, შუა ღამით. ამ დროისთვის უკვე 12 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი, 49 დაშავებული საავადმყოფოშია, მათგან 6 ბავშვია. აბსოლუტური სიდამპლე, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. იქიდან დაწყებული, ვინც ეს ბრძანება გასცა და ყველას ჩათვლით, ვინც ეს ბრძანება შეასრულა, ისინი პასუხს აგებენ, აუცილებლად. კანონის და ადამიანების წინაშე“, – წერს ზელენსკი.