„და მერე რა?“ – რუსეთის ხელისუფლების და პროპაგანდისტების რეაგირება ყირიმის ხიდის დანგრევაზე
რუსეთის და ოკუპირებული ყირიმის ჩინოვნიკები და ასევე პროპაგანდისტები ყირიმის ხიდის აფეთქებასა და ხანძარზე მუქარით რეაგირებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს:
კიევის რეჟიმის რეაგირება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევაზე მის ტერორისტულ არსზე მეტყველებს
რუსეთის სახელმწიფოს დუმას დეპუტატი ანდრეი გურულევი აცხადებს, რომ ის „გაბრაზებულია“ და, რომ „ომში ასეც ხდება“.
ცხადია ჩვენ ძლიერი პასუხს ვსაჭიროებთ და ჩვენ მას გავცემთ. მაგრამ აქ არ უნდა იჩქარო, ყველაფერი წვრილმანებამდე უნდა გაითვალოს, ახლა მთავარია ემოციებს არ ავყვეთ. ჩვენი მთავარსარდალს შეუძლია აწონდაწონილი გადაწყვეტილებების მიღება, ის ამას გააკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ დრო მოვიდა – ამბობს გურულევი
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ლაკონიურად წერს სოციალურ ქსელში: „და მერე რა?“