„კურთხეული ცეცხლი ავიდა ზეცაში“ – როგორ რეაგირებენ უკრაინელები ყირიმის ხიდზე გაჩენილ ხანძარზე

8 ოქტომბრის დილა დაიწყო არა ყავით, არამედ მრავალი უკრაინელისთვის ნანატრი ამბებით ყირიმის ხიდის შესახებ. ხიდი, რომელიც უკანონოდ აკავშირებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთს – იწვის.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი უკვე გამოეხმაურა მომხდარს და გამოაქვეყნა ვიდეო  მერლინ მონროს სიმღერით Happy Birthday Birthday, Mr President, ის პუტინზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ერთი დღით ადრე 70 წელი შეუსრულდა.

ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ პუტინმა უკვე იცის – მან ბრძანა შეექმნათ „გამომწვევის მიზეზების კვლევის კომისია“, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის საოკუპაციო „ხელისუფლება“ აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ სატვირთო მანქანის აფეთქებამ გამოიწვია.

რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, უკრაინელები  სოციალურ ქსელებში აკეთებენ კომენტარებს და ამბობენ, რომ დილა მართლაც კარგი გამოდგა.

„უკრაინსკაია პრავადას“ ჟურნალისტმა რომან კრევეტსმა ყირიმის ხიდზე გაჩენილ ხანძარს „კურთხეული ცეცხლი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები