უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების ძალები დგას
ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. ამავდროულად უშუალოდ უწყებაში ჯერჯერობით ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ.