„თუ რუსეთი უკრაინას გაანადგურებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინის განადგურებას მოახერხებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ომი გამარჯვებით დასრულდება. ეჭვი არ მეპარება. ჩვენი გამარჯვებით. მესმის, რომ რთულია და არც ისე იოლი. არავინ იცის ეს ხვალ მოხდება თუ ზეგ, არავინ იცის დღე და თვე, მაგრამ მე მჯერა ამ გამარჯვების.

ან უკრაინის გამარჯვება, ან მთელი მსოფლიოს წაგება. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის განადგურების საშუალება თუ მიეცემათ, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს დიდი მსოფლიო ტრაგედიის დასაწყისი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება, რადგან ჩვენ ვიცით მსოფლიოში ავტოკრატიები, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ასე შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საშინელი ნიშანი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე – გადარჩება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, ზელენსკიმ უპასუხა: „არ მაინტერესებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები