უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის გათავისუფლება, თითქმის, ბოლო ორ კვირაში მოხერხდა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კონტრიერიში გააძლიერეს.
მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ექვსი და ბერისლავში მდებარე 61 დასახლება.
ამავდროულად, გრძელდება მოქალაქეთა ევაკუაცია არხანგელსკიდან, ვისოკოპილიადან და ოსოკორივკიდან. სამივე ქალაქში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.