უკრაინის დახმარების მიზნით, მაკრონმა სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლისთვისაც თავდაპირველად 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოიყოფა.

ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა პრაღაში, ევროპული სამიტის ფარგლებში განაცხადა.

მაკრონის თქმით, აღნიშნული ფონდი „უკრაინას საშუალებას მისცემს, პირდაპირ ჩვენი მწარმოებლებისგან შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები