კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სრული მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა უკრაინისთვის. ეს არის რუსეთის აგრესია, მიუღებელი ომი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
„დღეს შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა უკრაინის პრეზიდენტისთვის, მან მოგვმართა და გაგვიზიარა უკრაინის პრიორიტეტები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სრული მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა უკრაინისთვის. ეს არის რუსეთის აგრესია, მიუღებელი ომი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გავაძლიეროთ“, – წერს შარლ მიშელი.
Today President @ZelenskyyUa addressed all of us and shared with us the priorities of Ukraine.
We reiterate our full support for #Ukraine. This is an aggression, an unacceptable war.
We took decisions to strengthen sanctions against Russia. #EUCO pic.twitter.com/L1I2I7IW7M
— Charles Michel (@CharlesMichel) October 7, 2022