“აკუსტიკური ძალადობა” – უკრაინაში რუსული სიმღერები კანონით აიკრძალა
უკრაინის კანონში “ეროვნული მუსიკალური პროდუქტის მხარდაჭერისა და აგრესორი სახელმწიფოს მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვის შესახებ” ცვლილება ძალაში დღეიდან შევიდა.
კანონის მიხედვით, იკრძალება რუსი შემსრულებლების ფონოგრამების, ვიდეოგრამების ან კლიპების საჯარო რეპროდუცირება.
გარდა ამისა, დღეიდან, ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა სახის მუსიკის მოსმენა იკრძალება, გარდა – მგზავრობის შესახებ ინფორმაციისა. აკრძალვა ვრცელდება როგორც საქალაქო ტრანსპორტზე, ასევე, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტში ხმაური იკრძალება არა მხოლოდ მძღოლებისთვის, არამედ – თავად მგზავრებისთვისაც და ამიერიდან მძღოლს ოფიციალურად ექნება უფლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან სიჩუმის დამრღვევები ჩამოსვას.