უკრაინის რადამ კურილის კუნძულები რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კურილის კუნძულების საკითხში იაპონიას მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა.

შესაბამისი დადგენილების მიღებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საუბარია რეზოლუციაზე „იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით უმაღლესი რადას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვის შესახებ“ (No8108).

თავის მიმართვაში უკრაინის პარლამენტი მხარს უჭერს იაპონიის პოზიციას მის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ეს ტერიტორიები კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება.

უმაღლესი რადა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს ყველა შესაძლო ზომის მიღება, იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსის სამართლებრივად გაფორმებისთვის.

გარდა ამისა, უკრაინის პარლამენტი მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს, ეუთოს, სუამს, უცხო სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებს, რომ იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსის გადაჭრისთვის იყოს თანმიმდევრული მხარდაჭერა და შესაბამისი ქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები