უკრაინის რადა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისთვის გაერო-ს, ევროკავშირს და ევროპულ საბჭოს მიმართავს
უკრაინის უმაღლესი რადა დადგენილებით ოფიციალურად მიმართავს გაეროს, მისი წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს, ევროკავშირს, ევროპულ საბჭოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას.
ამის შესახებ Ukrinform-ი სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის პარლამენტი მოუწოდებს, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელსაც:
– ექნება იურისდიქცია, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ;
– გამოიყენოს აგრესიის დანაშაულის საერთაშორისო სამართლის განმარტება ICC რომის სტატუტის მე-8 bis მუხლით;
– ექნება იურისდიქცია ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს ან უშუალოდ ხელმძღვანელობენ სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებებს;
– ექნება უფლებამოსილება, გამოსცეს დაკავების საერთაშორისო ორდერი და არ იქნება შეზღუდული სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების აბსოლუტური და/ან ფუნქციური იმუნიტეტით;
– ექნება იურისდიქცია ყველა მოვლენაზე, 2014 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან.