“უკრაინას ტანკები სჭირდება და ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ მათი მიწოდება” – ევროპარლამენტის თავმჯდომარე

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტზე მისვლისას განაცხადა.

“უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. მას სჭირდება იარაღი. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ამის მიწოდება, რადგან რუსეთი აძლიერებს თავის შეჭრას და სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში”, – თქვა მეცოლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები