რუსულ აგრესიას 418 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 789-ზე მეტი დაიჭრა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 418 ბავშვია დაღუპული, 789-ზე მეტი დაჭრილი.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.

ხაზგასმულია, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებში, ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი დადგენის სამუშაოების გრძელდება.

აღნიშნულია, რომ ბავშვების უმეტესობა დაზარალდა (დაიღუპა/დაიჭრა) დონეცკის რეგიონში – 405, ხარკოვში – 252, კიევში – 116, მიკოლაევში – 75, ჩერნიგოვსკში – 68, ლუგანსკში – 64, ხერსონში – 57, ზაპოროჟიეში – 50 და დნეპროპეტროვსკში – 30.

ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვების შედეგად, ქვეყანაში 2608 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 313 მთლიანად განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები