მერკელი: ევროპაში მდგრადი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ შეიძლება უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთის მუქარის იგნორირება.

ამის შესახებ მან მიუნხენში Süddeutsche Zeitung-ის 77 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

მერკელმა თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმა იყო “ღრმა გარდამტეხი მომენტი” და რომ “ჩვენ, ყველა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ სიტყვებს და აპრიორი არ ვუწოდოთ მათ ბლეფი”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროპაში მდგრადი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი”.

„სანამ ჩვენ ამას არ მივაღწევთ, ცივი ომი ნამდვილად არ დასრულებულა“, – თქვა მერკელმა, რომლის სიტყვებს DPA ციტირებს.

რამდენიმე დღის წინ მერკელმა მსოფლიოს მოუწოდა, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარას სერიოზულად მოეკიდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები