ევროსაბჭო: სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.

ამასთან, სომხეთი დათანხმდა – ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას “საჭიროების შემთხვევაში”.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ “სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერო-ს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება სადელიმიტაციო კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება”.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა – ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას “საჭიროების შემთხვევაში”.

მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება.

„ამ მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაუშვა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოეწეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები