ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ 6 ოქტომბერს ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება.

7 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მაშველებმა, სარაკეტო იერიშის შედეგად, დანგრეული ხუთსართულიანი სახლიდან 8 დაღუპული ამოიყვანეს, 6 მოქალაქე გადაარჩინეს, მათგან 5 ჰოსპიტალიზებული იყო.

კიდევ ერთ მისამართზე ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს, 15 პირი გადაარჩინეს, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სულ 21 ადამიანია გადარჩენილი, დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები