კრემლის შეფასებით, ზელენსკის განცხადება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ნატოს მხრიდან რუსეთზე პრევენციული დარტყმები უნდა განხორციელდეს, კრემლში მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზელენსკის განცხადება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა.

„მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ყურადღება უნდა მიაქციონ ზელენსკის განცხადებას, რადგან ეს არის მოწოდება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი და საშინელი შედეგებით“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც.

მისი თქმით, ზელენსკი „ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, ვიდრე საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიუყენებია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი ბირთვული ომის დაჩქარებისკენ მიიწევს, ხოლო ზელენსკი „ურჩხულია, რომლის ხელებსაც პლანეტის განადგურება შეუძლია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები