აშშ-ის პრეზიდენტი მარიხუანის შენახვისთვის მსჯავრდებულ ყველა პირს შეიწყალებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მარიხუანის შენახვისთვის მსჯავრდებულ ყველა პირს შეიწყალებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„არსებობს ათასობით ადამიანი, ვინც წარსულში ნასამართლევია მარიხუანის შენახვისთვის. შედეგად კი, მათ შეიძლება, უარი ეთქვათ დასაქმებაზე, საცხოვრებელ სახლზე ან განათლებაზე. ჩემი გადაწყვეტილება შეარბილებს ამ ნასამართლობის შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული შეწყალება ასევე შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კოლუმბიის ოლქში მარიხუანის შენახვისთვის არიან მსჯავრდებულნი.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გაკეთებული ბაიდენის ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან ქმედებას წარმოადგენს და დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები