ზელენსკი: ნატომ რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გახადოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატომ რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გახადოს.

„რა უნდა გააკეთოს ნატომ? რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გახადოს. თუმცა, რაც მთავარია – კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ადრე [24 თებერვალს] – პრევენციული ზომები, რათა იცოდნენ, რა მოუვა მათ, თუ [ბირთვულ იარაღს] გამოიყენებენ და არა პირიქით – დაელოდონ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები