ტაილანდში ბავშვთა ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, მათგან 24 ბავშვია

ტაილანდის ქალაქ ნონგ ბუა ლამპხუში ბავშვთა განვითარების ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, მათგან 24 ბავშვია, 12 ადამიანია დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სროლის შედეგად, დაიღუპა 36 ადამიანი, საიდანაც 22 ბავშვია – 19 ბიჭი და 3 გოგონა; 2 ბიჭი – ცენტრის გარეთ დაიღუპა. რაც შეეხება მოზრდილებს – 6 მამაკაცია და 6 ქალი. 12-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Thai PBS-ს ინფორმაციით, ბავშვთა ცენტრში პოლიციის ყოფილი სერჟანტი, პანია ხამრაპი შეიჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან სახლში დაბრუნდა და მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე მოკლა და თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები