პრაღაში თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა (ფოტო)

პრაღაში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.

საუბარს მოგვიანებით უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეუერთდნენ.

მოსალოდნელია, რომ თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე ერდოღანსა და ფაშინიანს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება, მხარეები ურთიერთობების ნორმალიზების განახლებული პროცესის განხილვას გეგმავენ.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორუმში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები