Bangkok Post: ტაილანდში ყოფილი პოლიციელი ბავშთა ცენტრში შეიჭრა და 31 ადამიანი მოკლა, მათი უმეტესობა ბავშვია

ტაილანდში პოლიციელი, რომელიც წინა დღით სამსახურიდან დაითხოვეს, ქალაქ ნონგ ბუა ლამპხუში ბავშთა განვითარების ცენტრში შეიჭრა და, სულ მცირე, 31 ადამიანი მოკლა.

ამის შესახებ Bangkok Post-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყდნობით იტყობინება.

სამართალდამცველების მონაცემით, დაღუპულთაგან 22 ბავშვია.

აღნიშნულია, რომ ბოროტმოქმედს ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა.

მან ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადა, თუმცა, შემდეგ თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები