“ლუგანსკის რეგიონში, დაჭრილთა დიდი რაოდენობის გამო, ოკუპანტები საავადმყოფოებს სკოლებში აწყობენ” – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, საოკუპაციო ჯარები ზარალს განიცდიან და დაჭრილებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ Telegram-ში დაწერა.

“შთამბეჭდავია დაჭრილი რუსების რაოდენობა, რომლებიც, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის გამო, საავადმყოფოებს სკოლებში აწყობენ”, – დაწერა მან.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ სკოლაში, ამჟამად, 200-მდე დაჭრილი რუსი ჯარისკაცია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები