რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ზაპოროჟიე დაბომბეს. კერძოდ, საცხოვრებელ უბნებში 7 რაკეტა ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა, უამრავი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, ერთი ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მეორე კი – სასწრაფო დახმარების მანქანაში.
ნანგრევებში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი რჩება.
სტარუხის თქმითვე, დაშავებულებს შორის არის სამი წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.