ილონ მასკმა უკრაინაში რუსეთის ომზე კიდევ ერთი მოსაზრება გამოთქვა

ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი,​ ილონ მასკი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე უკრაინაში რუსეთის ომზე, ასევე, უკრაინელი ხალხის სურვილზე – თუ ვისთან სურთ თანაცხოვრება, მორიგ მოსაზრებას ავრცელებს.

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხის ნება მნიშვნელოვანია, მაშინ კონფლიქტის ნებისმიერ კონკრეტულ რეგიონში ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იქ მცხოვრები ხალხის ნებას. უკრაინელების უმეტესობას უპირობოდ სურს, იყოს უკრაინის ნაწილი, მაგრამ აღმოსავლეთის ზოგიერთი რეგიონი, სადაც ძირითადად რუსული მოსახლეობაა, რუსეთს ამჯობინებს“, – დაწერა მასკმა.

მასკი გასულ კვირას უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებდა, ამასთან, კონფლიქტის დარეგულირების ხედვა წარადგინა, რომლის მიხედვით, უკრაინამ ყირიმი უნდა დათმოს და ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს, რაც ომს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები