კასიმ-ჟომარტ ტოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ყაზახეთის სამი საპარლამენტო პარტიიდან ერთ-ერთმა – “სახალხო პარტიამ” პრეზიდენტობის კანდიდატად ქვეყნის მოქმედი მეთაური, ​კასიმ-ჟომარტ ტოყაევი წარადგინა.

პარტიის ყრილობა ასტანაში დღეს გაიმართა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იერმუხამეტ იერტისბაევმა ტოყაევის წარდგენისას თქვა, “სახალხო პარტია” საარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და პროპაგანდას გაუწევს მოქმედ პრეზიდენტს.

“მეტიც, მიგვაჩნია, რომ საჭიროა სამი საპარლამენტო პარტიის ძლიერი კოალიცია მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად, კოალიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ასოციაციასა და მრავალ სამოქალაქო აქტივისტთან ერთად“, – განაცხადა მან.

20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება, კანონის მიხედვით, ეკუთვნის რეგისტრირებულ რესპუბლიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს.

2021 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყაზახეთის სახალხო პარტიამ ხმების 9%-ზე მეტი მოიპოვა და პარლამენტში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები