საფრანგეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილების მასპინძელ ოჯახებს თვეში 150 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა 150 ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლებენ, – ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფინანსური დახმარება 5 000-დან 12 000-მდე ოჯახს შეეხება და 2022 წლის 1-ელი აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამასთან, კლაინის განმარტებით, ფრანგებს აღნიშნულ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუ უკრაინელი ლტოლვილები მათ ოჯახში, სულ მცირე, 90 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„ეს განსაკუთრებული ფინანსური ზომა საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ კეთილშობილების სპონტანურ გამოვლინებას, რომელიც დაფიქსირდა უკრაინაში ომის დაწყების დროს, რაც მნიშვნელოვანი რგოლია კრიზისის მენეჯმენტსა და დევნილთა მიღებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები