იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი – ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

NATO Secretary-General Jens Stoltenberg speaks as he holds a news conference on Russia's attack on Ukraine, in Brussels, Belgium February 24, 2022. REUTERS/Yves Herman

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების საქმეში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი. ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები