ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს პრაღაში შეხვდებიან

პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოლაპარაკებას გამართავენ.

როგორც ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში თქვა, დაგეგმილია ასევე შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანთან.

„პრაღაში მივიღებ მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და მის ფარგლებში გათვალისწინებულია ოთხმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ასევე, გათვალისწინებულია შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ამ შეხვედრის შესაძლებლობაზე ადრე ვისაუბრეთ”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, პრაღიდან ის გაემგზავრება სანკტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დსთ-ის არაფორმალურ სამიტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები