დანიაში 1-ელ ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა 1-ელ ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

არჩევნების დანიშვნამდე არსებობდა საფრთხე იმისა, რომ დღეს მმართველ ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტია მთავრობიდან გასულიყო, რაც მოქმედი მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას გამოიწვევდა.

როგორც ფრედერიქსენმა არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ თქვა, „ჩვენ გვსურს, გვქონდეს ფართო მთავრობა ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს მდგომი პარტიებით“.

ამავდროულად, გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ როგორც ფრედერიქსენის მთავრობაში შემავალ პარტიებს, ასევე, მემარჯვენე ბლოკში მყოფ პარტიებს კონსერვატიული ან ლიბერალური პარტიების ლიდერობით.

ანალიტიკოსებისთვის ფრედერიქსენის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.

დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ კვირას გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” ორი მილი დაზიანდა, რომლითაც რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება ბალტიის ზღვის გავლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები