რუსული მედია: პუტინმა “სამხედრო ოპერაციის” სტატუსის ცვლილების გამო დღეს შესაძლოა, მოსახლეობას მიმართოს

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს შესაძლოა, მოსახლეობას მიმართოს, რაც შესაძლოა, უკრაინაში “სპეცოპერაციის” სტატუსის ცვლილებას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ რუსული გამოცემა Readovka ტელეგრამში კრემლში წყაროზე დაყრდნობით წერს.

“პრეზიდენტი შესაძლოა, დღეს ახალი მიმართვით გამოვიდეს, რაც სპეცოპერაციის სტატუსის შეცვლას შეიძლება უკავშირდებოდეს.

უშიშროების საბჭოს მდივანმა, პატრუშევმა განაცხადა, რომ ყირიმში, ტერორისტული საფრთხეების გაზრდილი დონის გამო, უსაფრთხოების ხარვეზები დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, ყირიმის მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა, მანამდე ივარაუდა, რომ რუსეთის მიერ ახალი რეგიონების მიერთების შემდეგ იქ კონტრტერორისტული ოპერაცია განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები