„მოუსმინეთ პუტინის გამოსვლებს; დროა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მოიშორონ “რუსეთის ნორმალურობის” ილუზია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ დროა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მოიშორონ „რუსეთის ნორმალურობის“ ილუზია.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“დროა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მოიშორონ „რუსული ნორმალურობის“ ილუზია, რომელთანაც მოლაპარაკებაა შესაძლებელი“, – დაწერა მან.

პოდოლიაკის თქმით, ვლადიმერ პუტინის გამოსვლები დასავლური სამყაროს მიმართ ზიზღით არის სავსე.

„მოუსმინეთ პუტინის გამოსვლებს. ისინი ზიზღით არიან გამსჭვალული დასავლური სამყაროს, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სისტემისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ. მისი ოცნებაა – ევროპა “რუსული ჩექმის ქვეშ”, – დაწერა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები