გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას საგანგებო სხდომაზე განიხილავს

გაეროს გენერალური ასამბლეა, 10 ოქტომბერს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას განიხილავენ.

ამის შესახებ ასამბლეის პრესმდივანმა, პაულინა კუბიაკმა განაცხადა, – იტყობინება AFP.

შეხვედრაზე გაეროს 193 წევრი ქვეყანა განიხილავს რეზოლუციას ანექსიის შესახებ, რომელზეც ამჟამად მუშაობენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოში ფაქტის დაგმობის რეზოლუციას ვეტო დაადო.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „შეთანხმებას რუსეთთან შეერთების შესახებ“, რომელიც შემდგომ დღეებში, ფორმალურად, გადიოდა რატიფიცირებას ქვეყნის პარლამენტში და უკვე დღეს პუტინმა უკრაინის დროებითი ოკუპირებული 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის კანონს მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები