პენტაგონი რუსული ბირთვული იარაღის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

პენტაგონს არ აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთს შესაძლოა, ბირთვული იარაღი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაჰქონდეს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, ლორა კუპერმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ვერ ხედავენ ნიშანს იმისთვის, რომ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალონ.

”სხვა არაფერი მაქვს, გარდა ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის”, – თქვა ლორა კუპერმა.

4 სექტემბერს იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ დაწერა, რომ ნატო-ს დაზვერვამ, სავარაუდოდ, გააფრთხილა მოკავშირეები რუსეთის მიერ ბირთვული ქობინით აღჭურვილი სუპერ-ტორპედოს “პოსეიდონის” შესაძლო გამოცდის შესახებ.

The Times-ის ცნობით კი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს ბირთვული იარაღის გამოცდას უკრაინის მახლობლად, რისთვისაც მან ფრონტის ხაზისკენ ე.წ. ბირთვული მატარებელი გაგზავნა.

როგორც ნატო-ში განაცხადეს,  ჯერჯერობით ვერ ხედავენ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი შესაძლოა, ბირთვული გამოცდისთვის ემზადებოდეს, მაგრამ აგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები