Milliyet: ერდოღანის და ფაშინიანის პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართება

პრაღაში ხვალ, 6 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ თურქული გამოცემა – Milliyet-ი წერს.

„ხვალ პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერმინისტრ ფაშინიანთან“, – წერს გაზეთი.

მანამდე, თურქეთის ლიდერმა მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობაზე გამოაცხადა. ეს იქნება პირველი პირისპირი შეხვედრა იქნება თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის განახლების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები