პოდოლიაკი: რუსეთის სამობილიზაციო პანიკა აჩვენებს, რომ მათ საკმარისი ჯარისკაცები არ ჰყავთ

უკრაინა აპირებს გაათავისუფლოს ქვეყნის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, – ამის შესახებ CNN-ს უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.

„ჩვენ დასავლური ღირებულებების მომხრე ვართ. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ მთელი ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთის ყველა მუქარა უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში ხელს ვერ შეუშლის.

„მთელი ეს სამობილიზაციო პანიკა, რომელსაც რუსეთი ავლენს, აჩვენებს, რომ რუსეთის არმიას არ ჰყავს საკმარისი ჯარისკაცები“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები