აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური იყოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი შეშფოთებული უნდა იყოს, არა მხოლოდ იმით, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება, არამედ იმით, თუ რა ხდება მის სახლსა და საერთაშორისო დონეზე.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის თებერვალში მიცემული „უსაზღვრო მეგობრობის“ დაპირების მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა.

„კუთხეში მიმწყვდეული პუტინი, პუტინი, რომელიც გრძნობს, რომ კედელთან მიმწყვდეულია, საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები