ირანი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ “რეფერენდუმებს” არ ცნობს
ირანი რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ “რეფერენდუმებს” არ აცნობს.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ კანანის მიმართვაშია ნათქვამი, – წერს IRNA.
„ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, თავისი პრინციპული პოზიციების შესაბამისად, ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრულ პატივისცემას, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმის, გაეროს პრინციპებისა და მიზნების ქარტიის შესაბამისად“, – განაცხადა კანანმა.
მან დასძინა, რომ ირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერ „პროვოკაციულ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მშვიდობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის კურსს“.