“რეფერენდუმები გაეროს წესდებას მთლიანად შეესაბამება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის 4 რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი გაეროს წესდებას სრულად შეესაბამება.

ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ “ახალი რეგიონების” რუსეთის შემადგენლობაში მიერთების რატიფიცირების შემდეგ განაცხადა.

„ასეთი ნაბიჯი სრულად შეესაბამება ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ 1970 წლის დეკლარაციაში, და ბევრ სხვა დოკუმენტში“, – თქვა მან.

ლავროვის შეფასებით, უკრაინა გადაიქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანის უფლებები მასიურად ირღვევა.

„ქვეყნის ოფიციალური პირები აღარ ერიდებიან თავიანთ ნეონაცისტურ ბუნებას, ღიად მოუწოდებენ რუსი ხალხის მკვლელობისკენ მთელს მსოფლიოში. რუსეთს არ შეეძლო არ დახმარებოდა დონბასის მრავალტანჯულ მოსახლეობას და არ დამდგარიყო ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მაცხოვრებლების ამ არაადამიანური რეჟიმისგან დასაცავად“, -თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები