ყაზახეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის 200 ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან, ყახაზეთში რუსეთის 200 ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა, 147 ათასი კი გავიდა.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, მარატ ახმეტჟავოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, საზღვრებზე ვითარება ნორმალიზებულია.
„რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა ყაზახეთში, დღეს კი 147 000-მა დატოვა ქვეყანა. მხოლოდ გუშინ რუსეთის 7 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, დაახლოებით, 11 ათასმა ქვეყანა დატოვა. ჩამოსულები ქვეყანას ტოვებენ, ყველაფერი სამიგრაციო კონტროლზეა”, – თქვა მან.
ერთი კვირით ადრე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის 98 000 ადამიანი აღრიცხა, ამასთან, 64 000 ათასმა ყაზახეთი დატოვა.