Reuters: ზელენსკის შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცენ
წლევანდელმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიამ შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმოს, აღნიშნოს ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეები, მოხალისეები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ ან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პროგნოზების მიხედვით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ფავორიტებად მიიჩნევა გამოცემა The Kyiv Independent-ი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
როგორც ოსლოში მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ჰენრიკ ურდალმა თქვა, “ეს შეიძლება, იყოს ჯილდო, მათ შორის, უკრაინელი მოღვაწეებისთვის – ფაქტების დადგენა, ჰუმანიტარული დახმარება”.
როგორც შვედმა პროფესორმა, პიტერ ვალენსტინმა AFP-ს განუცხადა, სავარაუდოა, რომ ჯილდოს მიიღებს ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ომის დანაშაულების შესახებ.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პარასკევს, 7 ოქტომბერს გამოვლინდება.
3-დან 10 ოქტომბრამდე გამოვლინდებიან 2022 წლის ნობელის პრემიის ყველა გამარჯვებული.