125 დაღუპული და 300-ზე მეტი დაშავებული – ინდონეზიაში სტადიონზე ჭყლეტისას დაღუპულთა რიცხვი ცნობილია

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულთა რიცხვი 125 ადამიანს შეადგენს, 300-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

ტრაგედია 1-ელ ოქტომბერს, საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ წაგებული გუნდის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ბოთლები დაუშინეს, ამის შემდეგ – მოედანზე გავიდნენ.

სამართალდამცავებმა შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამაც ვითარება გაამწვავა და ტრიბუნებზე ჭყლეტა გამოიწვია. ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის, დახრჩობისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებისგან.

FIFA-ს ხელმძღვანელმა, ჯანი ინფანტინომ მალანგში მომხდარ ტრაგედიაზე თქვა, რომ ეს არის „შავი ფურცელი ყველა მათთვის, ვინც ფეხბურთშია ჩართული“. ასევე, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები