პუტინმა მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აღიარა – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ძალიან სწრაფად აღიარა გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის პრობლემები. ჯარში არ მიჰყავთ ისინი, ვინც ჰყავდათ დაგეგმილი.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ პუტინმა 29 სექტემბერს მობილიზაციასთან დაკავშირებით სიტყვით ეროვნულ უშიშროების საბჭოს მიმართა. მისი თქმით, ამ სამობილიზაციო კამპანიის დროს ბევრი კითხვა ჩნდება და „სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და არ გავიმეოროთ ისინი“.

“პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს პირველი კვირის განმავლობაში მობილიზაციის დისფუნქციას. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, სავარაუდოდ, არ იციან კამპანიის ზუსტი მასშტაბები და მისი სამართლებრივი საფუძველი. მათ აიყვანეს კადრები, რომლებიც არ ექვემდებარებიან პუტინისა და შოიგუს მიერ გამოცხადებულ განმარტებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იმის გამო, რომ სატრანზიტო ბანაკებში რეზერვისტების თავმოყრა გრძელდება, რუსი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, მთელი ძალით ცდილობენ, უზრუნველყონ მათი სწავლება და მოიძიონ ოფიცრები, რომლებიც ახალ დანაყოფებს უხელმძღვანელებენ, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები