უკრაინელი მესაზღვრეები რუსეთიდან ნაწილობრივ მობილიზებულ პირებს მიმართავენ არ წამოვიდნენ უკრაინაში.
„პირველად და უკანასკნელად მოგმართავთ რუსულ ენაზე“, – უკრაინელმა მესაზღვრეებმა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს მათივე ენაზე მიმართეს. ისინი მოუწოდებენ რუსებს თავი აარიდონ მობილიზებას და ტყედ ჩაბარდნენ.
„თქვენი სამდღიანი სპეცოპერაცია ძალიან გაიწელა. თქვენმა ბუნკერის ლიდერმა უტილიზაცია გამოაცხადა… უი უკაცრავად, მობილიზაცია. შვიდთვიანი ომის განმავლობაში თქვენ უკვე გაგეგოთ, რომ ჩვენი მიწის არცერთ მეტრს არ დაგითმობთ. 60 ათასი თქვენი თანამემამულე წარმატებით ანოყიერებს უკრაინის შავ მიწას. რამდენი ხორციც არ უნდა მოვიდეს უკრაინაში, ამას უკვე არაფერი არ შეცვლის“, – მიმართავენ მესაზღვრეები.