ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ქვეყნის აღმოსავლეთში ხელშესახებ წარმატებას მიაღწია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

ქვეყნის პირველმა პირმა იამპოლის გათავისუფლებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლიმანში მიღწეული წარმატების შესახებ განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ამის შესახებ უკვე საკმარისი საჯარო ინფორმაციაა. ყველამ გაიგო რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში. ეს არის ნაბიჯები, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის განხორციელებისთვის! ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები