თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს

WASHINGTON, DC - SEPTEMBER 30: White House National Security Advisor Jake Sullivan talks to reporters during the daily news conference in the Brady Press Briefing Room at the White House on September 30, 2022 in Washington, DC. Sullivan faced questions about President Vladimir Putin's plan to annex four regions of Ukraine that held rigged referendums on joining Russia, a violation of international law and an escalation in his clash with the West. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

შეერთებული შტატები თვლის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი „სხვა დროს უნდა გადაწყდეს“, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა,​ ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა უფრო მნიშვნელოვანი რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერაა.

„აშშ ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 30 წევრსა და მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას შორის. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა, ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის „უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა“, მაგრამ წევრობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები