პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული განკარგულების თანახმად, სამხედრო გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის რუსეთის 120 000 მოქალაქე ექვემდებარება.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, საშემოდგომო გაწვევას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც რუსეთი უკრაინაში თავის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

მედიის ინფორმაციით, მსახურ წვევამდელებს სავალდებულო სამსახურის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებენ და საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები