უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას მანამ არ გამართავს, სანამ მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
ამის შესახებ მან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებებში. სწორედ ჩვენი სახელმწიფო სთავაზობდა თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, ეს შეუძლებელია რუსეთის ამ პრეზიდენტთან. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ – რუსეთის სხვა პრეზიდენტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.