“საგანგაშო ამბებია” – დონეცკში აღიარეს, რომ იამპოლს აღარ აკონტროლებენ და რომ ლიმანი ალყაშია

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ იამპოლი და დრობიშევო სამოკავშირეო ძალების მიერ აღარ კონტროლდება.

„იამპოლი და დრობიშევო სრულად არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი“, – წერს პუშილინი ტელეგრამის არხზე.

მან ასევე აღიარა, რომ ლიმანი “ნახევარად ალყაშია”, სვატოვოდან გზა ჯერ კიდევ სამოკავშირეო ძალების კონტროლის ქვეშაა, თუმცა, პერიოდულად იბომბება.

„მეგობრებო, კრასნი ლიმანის მიმართულებით საგანგაშო ამბებია. უკრაინის შეიარაღებული ძალები მთელი ძალით ცდილობენ, როგორმე ჩაგვიმწარონ ჩვენთვის ისტორიული ამბავი. ამ წუთებში წითელი ლიმანი ნახევრად ალყაშია, სვატოვოდან გზა ჯერ კიდევ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, მაგრამ პერიოდულად იბომბება”, – დაწერა პუშილინმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს სარეზერვო ძალების მობილიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები